საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში ყირგიზეთში 221,9 მილიონი დოლარის ღირებულების 5803 ერთეული მსუბუქი ავტომობილები გაიყვანეს ექსპორტზე. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც იანვარ-მარტში 9 714 ერთეული, 129,3 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. მთავარ საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშია აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელგია.
კომპანიები მთავარ საექსპორტო ბაზარზე - ყირგიზეთში თითოეულ ავტომობილს საშუალოდ 39 ათას დოლარად ყიდიან. რას უკავშირდება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარი საექსპორტო საქონელზე ასეთი მაღალი მოთხოვნა და ზოგადად რა ტენდენციებია საავტომობილო ბაზარზე?