ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას იკვლევდა, ნათქვამია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 5,2 %-ით გაიზარდა. კვლავ მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელიც. რატომ უარესდება ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობა და რამდენს ხარჯავს ხელისუფლება სოციალურ შემწეობებზე?