მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება სუს-ის ბიუჯეტი 2023 წელს? - მინისტრის პასუხი

6376252e0b50e
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.22 17:29
1554
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი მომდევნო წელს 30 მლნ ლარით გაიზრდება და ჯამში 180 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში პოლიციელთა ხელფასების 20%-იანი ზრდაა დაგეგმილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, დეპუტატებმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ჰკითხეს - რატომ იზრდება სუს-ის ბიუჯეტი?

ლაშა ხუციშვილი გაკვირვებულია, რომ 2023 წლის 1.5 მლრდ ლარით ზრდის პირობებში, აქცენტი მხოლოდ ერთი უწყების ბიუჯეტზე კეთდება და განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილების მიზეზი უწყებაში დასაქმებულების ხელფასების ზრდაა.

„გასაკვირია, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი 1.5 მლრდ ლარით იზრდება და ამ დროს აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ერთი ორგანოს ბიუჯეტზე, რომელიც 30 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 22 მლნ ლარი ხელფასების ნაწილია. ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე თავდაცვის და შსს-ს მიმართულებით, რომ ჩვენ მეტი დაფინანსება გვქონდეს, რადგან ამ მიმართულებთ ხელფასები იზრდება არა 10%-ით როგორც ეს სხვა საჯარო სამსახურებშია, არამედ უფრო მეტად 20%-ით და ძირითადი ნაწილი ხელფასებს ხმარდება. ალბათ არავის შეხსენება არ სჭირდება, რომ დღეს უსაფრთხოების კომპონენტი სახელმწიფოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე არსებობდა და შესაბამისად, ეს დაფინანსებები ძალიან მნიშნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები