მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მცირდება ეკონომიკური აქტივობა მშენებლობის დარგში?

5c9dd6643f7f2
ლიკა გურაბანიძე
29.03.19 12:23
753

მშენებლობის დარგში კლების ტენდენცია მიმდინარე წლის თებერვალშიც შეინიშნება.

როგორც "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს, ეკონომიკური ზრდის თებერვლის მაჩვენებლის განმსაზღვრელ ფაქტორებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მშენებლობის დარგში კლების ტენდენცია სამშენებლო პროექტების მოცულობის შემცირებას უკავშირდება.

თუმცა, მისივე განმარტებით, ბაზარზე უძრავი ქონების ოპერაციების სექტორზე ზრდა შეინიშნება, რაც აღნიშნული დარგის საწარმოების მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

"უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში განსაკუთრებით აღსანიშნავია, უძრავი ქონების გასაყიდად მოზმადების, ასევე იჯარით გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდა", - განაცხადა თოდრაძემ.

მშენებლობის დარგში კლების ტენდენციის მიზეზებზე საუბრისას თოდრაძე აღნიშნავს, რომ ეს ძირითადად შენობების საერთო მშენებლობის, ასევე მაგისტრალური მილსადენების კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მიმართულებებს უკავშირდება.

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები