მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიდიან მოქალაქეები საზღვარგარეთ სამკურნალოდ?

მკურნალობის მიზნით საქართველოდან მოქალაქეების გადინების მაჩვენებელი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით საქართველოდან 15 წელზე ზემოთ ასაკის 18 700 პირი გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ თვეში საზღვარგარეთ სამკურნალოდ ან რეაბილიტაციის სერვისის მისაღებად 6200 პირი გადიოდა. პირველ კვარტალში მკურნალობის მიზნით 16 000 პირი გავიდა, მეორეში 12 900. შესაბამისად, 9 თვეში მკურნალობა და გაჯანსაღება ქვეყნიდან გასვლის მიზეზად 47,600 ვიზიტორმა მიუთითა. 2022 კი წელს ასეთი 47,600 პირი იყო. რატომ იზრდება ქვეყნიდან მკურნალობის მიზნით გასულ პირთა რაოდენობა, რა სერვისებია ქვეყანაში მიუწვდომელი და რაზე მიუთითებს აღნიშნული ტენდენცია?

სტუმარი: ნიკოლოზ ფრუიძე - კონსილიუმ „მედულას“ ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები