მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მიდიან ქართველები ყატარში სამუშაოდ?

BM.GE
14.06.22 14:00
738
საქართველოში სამსახურს ბევრი ეძებს, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა, თუმცა ამის პარალელურად, ბიზნესი კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიებს სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ. მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების გამოცხადების მიუხედავად დასაქმების მსურველების მხრიდან ინტერესი აღარაა. ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრია, რომელსაც კადრების დეფიციტი მწვავედ შეეხო სარესტორნე ბიზნესია, ამის მიზეზიც ბევრია, იქნება ეს დაბალი ანაზღაურება თუ დასაქმებულთა უფლებების დარღვევა.

რასაც ბოლო პერიოდში კადრების გადინების საკითხიც დაემატა, კონკრეტულად კი, ყატარში მიდიან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, იხსნება ახალი კვების ობიექტები, ტურისტული სივრცეები და შესაბამისად საქართველო კარგავს კვაპიფიციურ კადრებს. როგორია კვებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა გადინების სტატისტიკა და რა ხდება დღეს ყატარში?

სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - "საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები