მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მოხდა ბუცხრიკიძის მხოლოდ გაფრთხილება? - კობა გვენეტაძის პასუხი დეპუტატს

5ca76ddc9f640
ლიკა გურაბანიძე
05.04.19 19:00
832
„ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ დამფუძნებელ-ადმინისტრატორებზე ვსაუბრობთ, სანქციის მიღება იმის მიხედვით მოხდა, ბანკში ვის რა როლი ჰქონდა,“ - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას კითხვას.

კერძოდ, პარლამენტარი დაინტერესდა, იმ ფონზე, როდესაც მარეგულირებელმა „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეურვეო საბჭოდან გადაყენება მოითხოვა და ხელმოწერის უფლება შეუჩერა, ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შემთხვევაში, მხოლოდ გაფრთხილებით რატომ შემოიფარგლა.

„როდესაც საუბარი დამფუძნებელ-ადმინისტრატორებზე მიდის, ისინი უშალო მონაწილეები იყვნენ და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მიდგომა უფრო მკაცრი და ადეკვატური უნდა ყოფილიყო. თუ ამასთან დაკავშირებით ფიზიკური პირებისგან რაიმე სახის პრობლემა არსებობს, მათ ეს საქმე სასამართლოში უნდა განიხილონ. ხოლო ეს ქეისი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სასამრთლოში აქვთ შეტანილი“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები