რატომ მყარდება ლარი? - კითხვაზე მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა ტიპის პასუხებს ისმენდით ან კითხულობდით ჩვენს ვებ გვერდზე bm.ge. ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ აქ პირველ რიგში თავის როლს დადებითი მოლოდინები თამაშობს; ანალიტიკოსი აკაკი ცომაია - მაგალითად - ამბობს, რომ ხალხს ფული არ აქვს და ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც მყარდება ლარი; ეკონომიკის მინისტრმა კი თქვა, რომ ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის მთავრობის დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკაც.
“თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა” - ასეთი იყო ნათია თურნავას პირველი რეპლიკა, როცა ახლა უკვე ლარის გამყარების კონტექსტში დაისვა კითხვა მისი მისამართით.