მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ქმნის "M კვადრატი" ახალ შვილობილ კომპანიას

5c14279d7a4b7
ანუკა ჯოხაძე
15.12.18 09:55
2858
დეველოპერული კომპანია „M კვადრატი“ კომერციული ფართების უზრუნველყოფით ობლიგაციებს გამოუშვებს.

როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსურ და საოპერაციო საკითხებში გიორგი ნატროშვილმა განაცხადა, “M კვადრატი“ ემისიისთვის შვილობილ კომპანიას შექმნის.

როგორც ნატროშვილი ამბობს, M2-ს წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი კომერციული ქონებისგან შემდგარი პორტფელი დაუგროვდა, რომლის ღირებულებამაც 40 მილიონ დოლარს მიაღწია.

„რეალურად, ეს არის ძალიან დივერსიფიცირებული პორტფელი, იმდენად რამდენადაც ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების სექტორში და შედგება პირველი სართულებისგან, რომელსაც ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს კომპლექსებში, ასევე, საოფისე შენობებისგან მთელი ქალაქის მასშტაბით და სასაწყობე მეურნეობებისგან. რეალურად, ეს ქონებები სტატისტიკურად გაქირავებულია მთელი წლის მანძილზე 90%-ის დაკავებულობით და აგენერირებს 10%-იან ამონაგებს თავის ღირებულებაზე. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი ნაკადების მოცულობა, რომელიც კომპანიაში შემოდის ყოველწლიურად. ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, ამ აქტივებს თავი მოუყაროს ერთ შვილობილ კომპანიაში, რომელიც სწორედ აღნიშნული კომერციული ფართების უზრუნველყოფით ობლიგაციებს გამოუშვებს. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ამ პროექტზე“, - განაცხადა ნატროშვილმა და დასძინა, რომ მოზიდული თანხა ისევ კომერციული ფართების განვითარებისკენ მიემართება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები