მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ სჭირდება ბიზნესს დრო თამბაქოს სადა შეფუთვის რეალიზაციაზე გადასასვლელად?

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით გაყიდვის რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ბიზნესს, შესაძლოა, 8 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესდეს. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ. “საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის” - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რეგულაციის შესაძლო გადავადებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გადადება და შემოთავაზებული სხვა ცვლილებები გაუმართლებელია და კიდევ უფრო აჭიანურებს იმ სარგებელს, რაც სადა შეფუთვამ უნდა მოიტანოს. ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილება არ დაამტკიცოს და უმაღლეს დონეზე გააგრძელოს ჯანმრთელობის დაცვისა და თამბაქოს კონტროლის სფეროში გაცხადებული პოლიტიკა, დაიცვას კანონმდებლობა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისგან. რატომ დასჭირდა კერძო სექტორს რეგულაციის სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ვადა?

სტუმარი: ზვიად სხვიტარიძე - ექსპერტი ეკონომიკის და სამართლებრივ საკითხებში;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები