მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეაჩერა ფრინველის იმპორტზე კონტროლი სახელმწიფომ - სამინისტროს პასუხი

5eaaa2ab9b421
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.20 14:10
2242
სახელწიფომ ფრინველის ხორცის იმპოტისას გასული წლის 18 ივლისს ამოქმედებული რეგლამენტის რამდენიმე მუხლი დროებით 2020 წლის 20 ოქტომბრამდე შეაჩერა.

საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 8 აპრილს მიღებული 225-ე დადგენილების თანახმად, ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცზე კონტროლი შეჩერებულია.

BM.GE დაინტერესდა - რა გახდა "ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების ტექნიკურ რეგლამენტში" ამ ცვლილების შეტანის მიზეზი და რამდენად დაცული იქნება ამ გადაწყვეტილებით მომხმარებელთა უფლებები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ცვლილებები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე განხორციელდა.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ბაზარზე რომ არ შექმნილიყო დეფიციტი, ეს რეგულაცია დროებით შეჩერდა, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტო პირობას დებს, რომ  სურსათის შემოწმების ხარისხი იქნება ისევ ისეთი მაღალი, როგორიც აქამდე იყო“, - განუცხადეს BM.GE-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემა სამინისტროში არ ისურვეს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები