მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შეამცირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2026 წლის გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზი 0.5%-მდე?

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2026 წლის გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზი 0.5%-მდე შეამცირა. ცნობისთვის, აქამდე ეს მაჩვენებელი 1.8%-იან ნიშნულზე იყო დაფიქსირებული. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პროგნოზის შემცირება, მეტწილად, ტრამპის სატარიფო პოლიტიკას და იმ შედეგებს უკავშირდება, რომლებიც მომავალი წლისთვის გლობალურ ვაჭრობაზე აისახება. შედარებისთვის, 2025 წლისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზი 2.4%-ზე იყო, რაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ქვეყნებს შორის ვაჭრობით და შტატებში გაზრდილი იმპორტით იყო განპირობებული.

WTO-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს საერთო სავაჭრო მოგების 42% ნახევარგამტარებზე, სერვერებსა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე მოვიდა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 2026 წელს იმპორტის ზრდა მსოფლიოს ყველა რეგიონში შემცირდება, გლობალური მშპ-ს ზრდა კი 0.1%-ით შემცირდება და 2.6% იქნება. WTO-ში შიშობენ, რომ თუ პროტექციონიზმის პოლიტიკა არ გადაიხედება და ქვეყნები საპასუხო ტარიფების დაწესებას გააგრძელებენ, მომავალ წლებში გლობალური ვაჭრობა კიდევ უფრო შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები