მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი

5f4fbabb6b628
ინგა მურუსიძე
02.09.20 19:30
10645
ჩაქვში, "დრიმლენდ ოაზისში" კორონავირუსი აღმოაჩნდა ექიმს, რომელიც ადგილზე კონფერენციაზე დასასწრებად იყო ჩასული. ამჟამად სასტუმრო-კომპლექსში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ყველა სტუმარს ტესტი უტარდება.

bm.ge დაუკავშირდა თავად კონფერენციის ორგანიზატორს, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარეს, ექიმ ბორის კორსანტიას, რომელიც ირწმუნება, რომ კონფერენციის მიმდინარეობისას აბსოლუტურად ყველა ნორმა დაცული იყო და ორგანიზატორებს მისი ჩატარების სრული უფლება ჰქონდათ.

"აბსოლუტურად ყველა ნორმა იყო დაცული, დისტანციური, ჰიგიენური, პირბადეების და ა.შ.; მე თვითონ ვირუსოლოგი ვარ და კარგად ვიცი ეს ყველაფერი. ლექტორები არავითარ კონტაქტში არ იყვნენ მომხსენებელთან. მომხსენებელი იყო განთავსებული ცალკე სივრცეში. სპეციალურად ჩვენთვის სასტუმროს ეზოში, გარე სივრცეში, ნორმების დაცვით იყო გაშლილი კარავი, სადაც ექიმები ორმეტრიანი დისტანციით ისხდნენ", - განაცხადა კორსანტიამ.

მისივე ინფორმაციით, კონფერენციაზე თითქმის ყველა პროფილის ექიმი იმყოფებოდა, მათ შორის ინფექციონისტები, პედიატრები, ქირურგები და ა.შ.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ "დრიმლენდ ოაზისში" ერთ-ერთ პირს covid-19 დაუდასტურდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა ინფიცირებული იმ 400 ექიმიდან ერთ-ერთია, ვინც კონფერენციაში მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები