მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიქმნა "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" - მინისტრის განმარტება

5e3a9e7bbfd8b
თელარა გელანტია
05.02.20 14:51
3500
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განახლდება ინფრასტრუქტურა და იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ.

„სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები