მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეირჩა ბათუმი GEO11-ისა და Inter Forever-ის მატჩის ჩასატარებლად? ორგანიზატორის განმარტება

აჭარაბეთ არენა

7 მარტს საქართველოში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია ჩანიშნული, რადგან ერთმანეთს საქართველოსა და მილანის “ინტერის” ლეგენდები დაუპირისპირდებიან. ღონისძიებას კი, ბათუმის “აჭარაბეთ არენა” უმასპინძლებს, რომელიც 20 ათას გულშემატკივარს იტევს.

მატჩის ორგანიზატორი კომპანიის, Sports Orient-ის ხელმძღვანელის, ოთო მუმლაძის განმარტებით, ბოლო წლებში ბათუმში არსებული საფეხბურთო გარემო, ახალი სტადიონის აშენება და ბათუმელი გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერა საკუთარი კლუბის, “დინამო ბათუმისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ გახდა მიზეზი, რის გამოც ქალაქმა და გულშემატკივარმა დაიმსახურა მსგავსი ტიპის მატჩის მასპინძლობა.

“მნიშვნელოვანია, რომ ლეგენდების სერიის პირველი მატჩი ბათუმში ტარდება, რადგან გვინდოდა, რეგიონიდან დაგვეწყო ტური, ეს არჩევანი სპეციალურად გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ “დინამო არენასთან” შედარებით ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” 20-30 ათასი გულშემატკივრით ნაკლები ეტევა, ამ ქალაქმა თავისი საფეხბურთო ბუმით , რომელიც კლუბისა და ეროვნული ნაკრების მიმართ აქვთ, დაიმსახურა, რომ ასეთი კატეგორიის თამაშს უმასპინძლოს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა ცოცხლად იხილონ “ინტერის” ლეგენდები. ვინაიდან, ცალკე იქნება გამოყოფილი, სივრცე და პერიოდი, როცა ლეგენდები შეხვდებიან, როგორც მოზარდ ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს”, - განაცხადა ოთო მუმლაძემ bm.ge-სთან.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 15-იდან 45 ლარამდე მერყეობს, თუმცა ამ დროისთვის 15 ლარიანი კატეგორიის ყველა ბილეთი გაყიდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები