მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი - გიგა ბედინეიშვილის პასუხი

5c96245d50a71
ლევან თაღიაშვილი
23.03.19 16:17
785
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის შემცირება საგანგაშოა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებითაა გამოწვეული. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ექსპორტის შემცირება ერთმანეთთან კავშირშია და მმართველობის მოდელიდან გამომდინარე არსებული სიტუაცია არაა გასაკვირი.

„ვფიქრობ საგანგაშოა ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის შემცირება, რაც ალბათ გამოწვეულია იმით, რომ იკლებს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ევროკავიშირის ქვეყნებში. დარწმუნებული ვარ, ეს იმის ბრალიცაა, რომ პარალელურად FDI შემცირდა, რადგან ინვესტიციებს მოაქვს „ნოუ-ჰაუ“, ტექნოლოგიები, ინოვაციები, რომლებიც სწორედ ჩვენს პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას ზრდის“ - აღნიშა მან „საქმის კურსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იანვარ-თებერვლის თვეში, ექსპორტი 10%-ით შემცირდა.
ლევან თაღიაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები