„საქართველოს რკინიგზისთვის, შემოსავლების კუთხით ყველაზე წარმატებული 2014-2015 წლები იყო“, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ტვირთების ნაწილმა მილსადენებში გადაინაცვლა.
„რკინიგზა არის კომერციული საქმიანობა და შესაბამისად მისი წარმატების ან წარუმატებლობის კრიტერიუმია მისი შემოსავლები, მისი მარჟები და ის თუ როგორ აფასებენ ინვესტორები მას და არა ის თუ როგორ აფასებენ მას პოლიტიკოსები.
საქართველოს რკინიგზისთვის ყველაზე წარმატებული იყო 2014-2015 წლები.
რაც შეეხება რკინიგზაზე ტვირთების შემცირებას, ამაზეც არის კონკრეტული პასუხი: წელი რომელსაც თქვენ ადარებთ ინფრასტრუქტურულად იყო განსხვავებული. წელს ეს ტვირთი მოძრაობს მილსადენში და ამ ტვირთებს იღებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, - განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოს რკინიგზას 2013 წლიდან 2017 წლამდე მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა
• 2012 წელი - 20,076 მლნ ტონა
• 2013 წელი - 18,185 მლნ ტონა
• 2014 წელი - 16,673 მლნ ტონა
• 2015 წელი - 14,143 მლნ ტონა
• 2016 წელი - 11,882 მლნ ტონა
• 2017 წელი - 10,6 მლნ ტონა
საქართველოს რკინიგზის შემოსავლები
• 2012 - 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 350 მლნ ლარი
• 2013 - 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 364 მლნ ლარი
• 2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 382.7 მლნ ლარი
• 2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 440 მლნ ლარი
• 2016 - 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 292, 6 მლნ ტონა
• 2017 წლის 3 კვ - 108,967 მლნ ლარი (8%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე); ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი - 195,4 მლნ.

























