თებერვალში საერთაშორისო რეზერვების 47 მილიონი დოლარით შემცირება, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული სავალდებულო რეზერვების კლებამ გამოიწვია. ამის შესახებ Bm.ge-ს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, სავალდებულო რეზერვების განთავსების შემცირება სეზონურად სავალუტო დეპოზიტების შემცირების გამო ხდება, რასაც საგარეო ვალის მომსახურება და სავალუტო ხარჯები დაემატა.
“რეზერვების მოცულობას გააჩნია მერყეობა და ყოველთვიური ცვლილება არ არის ინფორმატიული”–აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
თებერვალში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 3 023 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 46,9 მილიონით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, თუმცა 242 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

























