მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი? - შალვა ალავერდაშვილის მოსაზრება

5c403ea2c2087
თელარა გელანტია
17.01.19 15:17
1093
სასტუმროების მენეჯერ შალვა ალავერდაშვილის თქმით, იანვარ-თებერვალში, თბილისში სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 10%-ითაა შემცირებული.

როგორც bm.ge-ის ალავერდაშვილმა განუცხადა, დაახლოებით, 15%-ითაა შემცირებული სასტუმროების ფასებიც.

„როგორც სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის, ისე ფასების შემცირების ძირითადი მიზეზია კონკურენცია - ქალაქში განთავსების ბევრი ობიექტი გაიხსნა, ასევე, ძალიან გახშირდა ტურისტებზე ბინების გაქირავების პრაქტიკა, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს სასტუმროებს და შემცირდა ფასები; ანუ ჯამში, ვიზიტორების რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ 45%-ითაა გაზრდილი განთავსების ობიექტების რაოდენობაც. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის კარგია და თან, კონკურენცია ხარისხის ზრდასაც უწყობს ხელს“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

ამასთან, სასტუმროების მენეჯერის აზრით, კარგი იქნება, თუ შედარებით პასიურ სეზონზე დაიგეგმება ისეთი აქტივობები, რომელიც ისედაც აუცილებლობითაა გამოწვეული.

„მთავრობისთვის ისევ ის რეკომენდაცია მაქვს, რაც შარშანაც მქონდა - სასურველია, რამდენადაც შესაძლებელია, შეხვედრები, ბიზნეს-ფორუმები და ა.შ. დაგეგმონ არააქტიურ პერიოდში, რაც კარგი იქნება არა მხოლოდ კერძო სექტორისთვს, არამედ ზოგადად, ქვენისთვისაც, რადგან არასეზონზე ფასებიც შედარებით დაბალია და ბიუჯეტის ფულიც დაიზოგება“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები