მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა TESLA-ს აქციების ფასი $900-დან $300-მდე ერთ დღეში?

630768a8d1c13
გიორგი თოლორდავა
25.08.22 16:39
2263
გასული დღის სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების 900-დოლარიანი შეფასებით დაიხურა, თუმცა ამჟამად თითოეული აქციის ღირებულება 300 დოლარის ფარგლებშია - აღნიშნული მოვლენა კომპანიის აქციების სამად გაყოფითაა (3:1 stock split) გამოწვეული.

Tesla-ს მენეჯმენტმა კომპანიის აქციების გაყოფის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო, რაც Amazon-ის ქმედებით იყო განპირობებული - ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა 1999 წლის შემდეგ პირველად აქციები 20:1 პრინციპით გაყო.

სამად გაყოფის შედეგად, ინვესტორები Tesla-ს თითოეული აქციის სანაცვლოდ სამ აქციას მიიღებენ, თუმცა მათი ჯამური ღირებულება და, შესაბამისად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება.

ზოგადად, აქციების გაყოფის მიზანი ახალი ინვესტორების მოზიდვაა, რადგან ძვირად ღირებული აქციებით ვაჭრობა დამწყებ ტრეიდერთათვის არც ისე მიმზიდველია. მართალია დღეს ერთი აქციის მცირე წილის შეძენის უამრავი შესაძლებლობა არსებობს (მათ შორის, საქართველოს ბანკის ინვესტიციების პლატფორმა), თუმცა ბუნებრივია, რომ კომპანიის აქცია უფრო მიმზიდველად გამოიყურება, როდესაც მისი ფასი უფრო ხელმისაწვდომია. 

ხაზგასასმელია, რომ ამით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია არ შეიცვლება, ანუ კომპანიის რეალური ღირებულება ბირჟაზე იგივე დარჩება. ამავდროულად, უცვლელი რჩება ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლებიც, რომლებიც კომპანიის ღირებულებასა და ფუნქციონირებაზე ახდენენ გავლენას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Tesla-მ აქციების გაყოფა დააანონსა. 2020 წელს, მაშინ როდესაც კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით $1300-ს აღწევდა, Tesla-ს ხელმძღვანელობამ აქციების გაყოფა 5:1 პრინციპით გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ კომპანიის ერთი აქციის ფასი დაახლოებით 2000 დოლარამდე გაზარდა, თუმცა აქციის გაყოფის შედეგად ერთი აქციის ღირებულება $460-მდე შემცირდა.

აქციების გაყოფის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს - საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Tesla-ს აქციები 2.1%-ითაა გაზრდილი.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები