მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში - ლევან ვეფხვაძის პასუხი

5c868015b28ac
ნათია ამირანაშვილი
11.03.19 21:00
2446
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე, ენერგეტიკაში ინვესტიციების 96%-ით შემცირებასთან დაკავშირებით გადაცემა „საქმის კურსში“ საუბრობს და ასახელებს ინვესტიციების შემცირების გამომწვევ მიზეზებს. მისი განცხადებით, 2013 წელს, როდესაც საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა, აიღო გარკვეული ვალდებულებები, ამ ვალდებულებების შესრულება კი ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კანონმდებლობა, გრძელვადიანი ხედვა და საბაზრო მექანიზმები.

„ობიექტური მიზეზი, არის ერთ-ერთი მსხვილი პროექტის დასრულება, მეორე ფაზაა „შახდენიზის“ და იმ სამხრეთკავკასიური გაზსადენის მშენებლობა და გაძლიერება, რომელიც დასრულდა და რომლის შეჩერება დიდ გავლენას მოახდენდა ენერგეტიკის სფეროზე.

ერთ დღეში და ერთ თვეში, ბუნებრივია, კანონების მიღება და დამტკიცება შეუძლებელია, საჭიროა, გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც ინვესტორს მისცემს საშუალებას დაინახოს საით მიდის ბაზარი. ამის შესაძლებლობა იყო, თუმცა ის სტრუქტურული ცვლილებები, ის საკადრო ცვლილებები, რომელიც ბოლო 2-3 წელია მიმდინარეობს ჩვენი მიმართულებით არის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი“,- აცხადებს ვეფხვაძე.

ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების შეჩერების ერთ-ერთ ფაქტორად ვეფხვაძე ასახელებს, საქართველოს მთავრობის მიერ PPA-ს (პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები) შეჩერებას. ვეფხვაძის თქმით, ინვესტორისთვის უკუგებას უზრუნველყოფს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები. თუმცა, ეს ხელშეკრულებები 2017 წლის მაისიდან, აღარ გაიცემა.

„როდესაც ვსაუბრობთ მსხვილ ჰიდრო პროექტებზე, იქ ტარიფი არ არის დაბალი, იმიტომ რომ ძვირი ჯდება, შესაბამისად, ამ მსხვილი პროექტებიდან ინვესტორის უკუგებისთვის ტარიფი უნდა იყოს 6,7,8 ცენტი”,- ამბობს ვეფხვაძე.

მისი განცხადებით, გარდა ჰიდრო პროექტებისა, აუცილებლად უნდა განვითარდეს, მზის, ქარის და ის ათეულობით პროექტები, რომელიც 5 მილიარდიან საინვესტიციო პორტფელს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მეოთხე კვარტალში ენერგეტიკაში ინვესტიციები 96%-ით შემცირდა. წლის სრული მაჩვენებლის მიხედვით, ამ სექტორში $157 მილიონი, რაც 2017 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები