მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემოდის ირანული ცემენტი იაფად - ირანის სამრეწველო პალატის პასუხი

5b55e06363daa
სალომე მეცხვარიშვილი
23.07.18 18:45
3341
საქართველოს ცემენტის ასოციაცია ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას ითხოვს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია (და შესაძლოა ჩვენი ეკონომიკის სხვა სექტორებიც) პირდაპირი და აშკარა საფრთხის წინაშე დააყენა ირანის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებულმა „დემპინგმა“.

დემპინგური ფასით ბაზარზე ოპერირება ნიშნავს, რომ კომპანია პროდუქციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის, იმისთვის რომ კონკუტენტები ჩაძიროს.

ანტიდემპინგური კანონი კი ამის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ზომების გატარებას ითვალისწინებს. ქართული ბიზნესის ნაწილი ამ კანონდებლობის შემოღებას წლებია ითხოვს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით bm.ge ირან-საქართველოს ბიზნესპალატასაც დაუკავშირდა, სადაც ირანული ცემენტის დაბალ ფასს ერთადერთი მიზეზით ხსნიან.

“მთავარი მიზეზი ისაა, რომ ირანში დოლარი ძალიან გაძვირებულია. მარტის შემდეგ ირანში დოლარის ფასი ყოველდღიურად იზრდება. სანამ ექსპორტიორი ცემენტს შეიტანს სხვა ქვეყანაში, ფასები კიდევ იცვლება. სწორედ ამიტომ იყიდება დაბალ ფასში ირანული ცემენტი. ეს დაკავშირებულია დოლარის ფასთან და არა კონკრეტულ პოლიტიკასთან, რომ დემპინგი განხორცილდეს“,- აცხადებს ირან-საქართველოს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები