მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა FDI მოცულობა და რა მოლოდინები არსებობს 2024 წელს? - ინტერვიუ ირაკლი ჟვანიასთან

რატომ შემცირდა FDI მოცულობა და რა მოლოდინები არსებობს 2024 წელს? საქართველოში ყველაზე მეტი 42.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო თურქეთიდან, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქეთიდან მაინც ინვესტიციების კლება შეიმჩნევა, რადგან 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 71 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა. მეორე ადგილს იკავებს ჩეხეთი 41 მილიონიანი ინვესტიციებით, სადაც წლიურად 49 მილიონიანი ზრდაა. საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტად 265 მილიონი დოლარიდან 32 მილიონ დოლარამდე შემცირდა ინვესტიციები ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდები გასულ წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო იმიტომ, რომ სწორედ ამ ქვეყანაში არსებული შვილობილი კომპანიის მეშვეობით შეიძინა სინგაპურულმა კორპორაცია Indorama-მ რუსთავის "აზოტი". საქსტატის ანგარიშის თანახმად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის 92 მილიონი იყო არსებული კომპანიების რეინვესტიციები, 76 მილიონი დოლარი კომპანიებში სააქციო კაპიტალის შენატანები, ხოლო 33 მილიონი დოლარი სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა.

ირაკლი ჟვანია - Kudos Georgia, მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები