“ვინგლეთის" დამფუძნებლის შეფასებით, საზღვარგარეთ ვიზიტები ივნისში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ანა კირკიტაძის თქმით, მოგზაურების დიდი ნაწილი ევრო 2024-ის ფარგლებში გერმანიაში დაუგეგმავად გაემგზავრა, რამაც შემდგომ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა შეამცირა.
გამყვანი ტურიზმის მიმართულებით კლებაა. 2024 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების წლიურად 7.4%-ით შემცირდა. კლება ფიქსირდება საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაში მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 6.8%-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა.
ბიზნესის წარმომადგენლებს ეჭვი აქვს, რომ გერმანიაში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ ჩასულ ქართველებს ზაფხულში დამატებით სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლის ფინანსური რესურსი აღარ ჰქონდათ, რაც სტატისტიკაშიც აისახა.
“ჩვენს შემთხვევაში შემცირება არ ყოფილა, პირიქით უფრო მეტი ადამიანი გაემგზავრა, მაგრამ მესამე კვარტალის სტატისტიკაში ივნისის თვე არ შედის. ივნისს იმიტომ ვამბობ, რომ ამ პერიოდში გერმანიაში ფეხბურთის მატჩებზე დასასწრებად მრავალი ათასი გულშემატკივარი გაემგზავრა და პრაქტიკულად ის წილი, რაც იყო ივლისი აგვისტოზე წინა წლებში წამოვიდა ივნისზე, ამის გამო დაიტვირთა ივნისი და შემდგომ ბევრმა ვეღარ შეძლო სადმე წასვლა და თანხის გამოყოფა მოგზაურობისთვის და ალბათ ამან განაპირობა ის რომ მესამე კვარტალში კლება დაფიქსირდა”, - ამბობს ანა კირკიტაძე.