2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ თაფლის გაყიდვით მხოლოდ 115 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის რიცხვს 69%-ით ჩამორჩება. ჯამში სხვადასხვა ბაზარზე 16 ტონა თაფლი გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული პროდუქტის მოცულობა 40 ტონა იყო.
იანვარ-ივნისში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა ევროკავშირის ბაზარზე. წელს ამ მიმართულებით მხოლოდ 1 ტონა პროდუქტი გავიტანეთ, რაც 6 ათასი დოლარის ღირებულების იყო. შედარებისთვის 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მოცულობა 29 ტონა, ღირებულება კი 258 ათასი დოლარს აღწევდა.
შემცირებულია საექსპორტო ქვეყნების რაოდენობაც, სულ 8 ქვეყანაში გავიტანეთ პროდუქცია, ეს გახლავთ აშშ, აზერბაიჯანი, ერაყი, იაპონია, ლატვია, სომხეთი და კანადა. ოფიციალურ სტატისტიკაში მოხვდა საუდის არაბეთსაც, თუმცა ამ მიმართულებით ექსპორტი მინიმალური იყო. უნდა აღნიშნოს, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ჩეხეთს, საფრანგეთს და გერმანიასაც ვხვდებოდით.
რა გამოწვევების წინაშეა ინდუსტრია?
სტუმარი: ერეკლე ჩიკვაიძე - "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი;