მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შენელდა მომხმარებლების დინამიკა რიტეილ სექტორში?

ბიზნესის განწყობა მცირედით, მაგრამ გაუარესდა. ISET -ის ბიზნესის განწყობის ინდექსი 2024 წლის I კვარტლისთვის 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7 პუნქტს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობა ყველაზე მეტად 5.1 პუნქტით ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. ინდექსის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 5 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის I კვარტლისთვის 18 -ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება თითქმის 27 პუნქტით ისევ ვაჭრობის სექტორშია, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 34.8 პუნქტამდე შემცირდა. გარდა ამისა, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 34.8 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში. ამასთან, ISET-ის მიხედვით, გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები