მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ტოვებს თანამდებობას Spotify-ს აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ ეკი?

დენიელ ეკი

Spotify-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ეკმა განაცხადა, რომ ის დაკავებულ თანამდებობას 2026 წლის პირველი იანვრიდან დატოვებს და აღმასრულებელ საბჭოში გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მან დაკისრებული მოვალეობები Spotify-ს მაღალი თანამდებობის პირებს, გუსტავ სოდერსტრუმსა და ალექს ნორსტრუმს გადაუნაწილა. სწორედ ისინი დაიკავებენ ეკის პოზიციას. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ პლატფორმას ერთდროულად ორი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება.

ახალ პოზიციაზე გადასული დანიელ ეკი კი ყურადღებას Spotify-ს გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრას და კაპიტალის მოზიდვას დაუთმობს. ამასთან, ის უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს შესაძლო ინვესტორებთან და იქნება პასუხისმგებელი სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო რეგულატორთან შესაძლო დავებსა თუ მოლაპარაკებებზე.

რაც შეეხებათ ეკის ახლო მოკავშირეებს, რომლებიც აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას გაინაწილებენ, სოდერსტრუმი Spotify-ს როგორც პროდუქტის განვითარებაზე და მის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაზე იქნება პასუხისმგებელი, ნორსტრუმი კი თვითონ ბიზნესის ზედამხედველის ფუნქციას მოირგებს და პასუხისმგებლობას შინაარსის ნაწილზეც აიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები