მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ თქვა საქართველომ უარი EIB-ის 100 მილიონზე - მამუკა ბახტაძის კომენტარი

5c63ff3ea306a
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.19 15:25
1356
საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) აგროსექტორისთვის გამოყოფილი 100 მილიონ ევროს უკან უბრუნებს. სესხი საქართველოს ფერმერებისთვის იყო განკუთვნილი, ისინი EIB-ის დაფინანსებას ქართული კომერციული ბანკების შუამავლობით იღებდნენ. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები არაგონივრულად მაღალი იყო, რის გამოც ამ საკრედიტო ხაზის ათვისების მაჩვენებელი მინიმალური იყო.

BMG-ის კითხვაზე თუ რა გახდა ამ სესხზე უარის თქმის მიზეზი და რატომ უკავშირებს მთავრობა პროგრამის წარუმატებლობას საბანკო სექტორს, მამუკა ბახტაძე ასე პასუხობს:

“მინდა დავუბრუნდე კითხვას, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობაში იმ საკრედიტო რესურსებს, რომლებიც ათვისებული უნდა ყოფილიყო. მე ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რიმ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში გქვონდეს სწორი აქცენტები. ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს ფუფუნება, რომ სოფლის მეურნეობაში რა მიმართულებებიც შედის ყველას დაფინანსება შევძლოთ და ეს თეორიულადაც მიუღებელი და გაუაზრებელი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო სქემა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა მე ხელის გაშვერა არ ვიცი, არ ვიცი რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება.

რაც შეეხებათ ბანკებს, ბანკები იღებენ იმ რისკს, რის საშუალებასაც მათ ბაზარი აძლევს. მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ის ინსტრუმენტები, რომ გავუიაფოთ მეწარმეებს საკრედიტო რესურსი, იცით რომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. საქართველოს შესახებ თუ ნახავთ შეფასებებს იქ პირდაპირ არის მითიტებული, რომ ქვეყნის სისუსტე არის ფინანსებთან წვდომა, acces to finance ხშირ შემთხვევაში არის ბიზნესის განვითარებისთვის მალიმიტირებელი ფაქტორი,”- ამბობს ბახტაძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8%-9%-იანი გამოდიოდა, რაც, მისივე თქმით, არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა, სესხი გაეუქმებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები