მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უბრუნდება რუსეთი ბარტერულ ვაჭრობას?

რუსეთის საგარეო

საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთის ფედერაცია კარგად მივიწყებულ პრაქტიკას - ბარტერულ ვაჭრობას უბრუნდება.

უკვე დასტურდება რამდენიმე შემთხვევა, როცა რუსეთმა და მისმა პარტნიორებმა ფულადი გადახდის ნაცვლად საქონელი პირდაპირ გაცვალეს. ერთ გარიგებაში ჩინური ავტომობილები რუსულ ხორბალში გაიცვალა. სხვა შემთხვევებში, სელი სამშენებლო მასალებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გადაცვალეს.

ასევე დაფიქსირდა ჩინეთისთვის ლითონების მიწოდება სამრეწველო დანადგარების სანაცვლოდ და ალუმინის გაცვლა პაკისტანური წარმოშობის საქონელში. არსებობს ცნობები იმასთან დაკავშირებითაც, რომ ზოგიერთი ბარტერული სქემა სანქცირებულ საქონელსაც მოიცავს.

ბარტერი რუსეთში უმეტესად 1990-იან წლებში გამოიყენებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაშინ ფულის დეფიციტმა, მაღალმა ინფლაციამ და რუბლის გაუფასურებამ კომპანიები აიძულა, ენერგია, საკვები პროდუქტები და სამომხმარებლო საქონელი ერთმანეთში გაეცვალათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრაქტიკა უკიდურესი საჭიროებით იყო განპირობებული და არც კომფორტით, რომელიც იმ დროს რუსეთში არავის ადარდებდა.

დღეს, განსხვავებით იმ პერიოდისგან, რუსეთში ფულის დეფიციტი არ არის. თუმცა, სანქციებისა და ფინანსური შეზღუდვების გამო, ბარტერი ისევ იძენს აქტუალობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები