New York Times-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ჯონ კარუმ წამყვანი ამერიკული ტექ-კომპანიებისა და სტარტაპების, OpenAI-ს, xAI-ს, Google-ის, Meta-ს, Anthropic-ისა და Perplexity-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
კარუს განცხადებით, დასახელებულმა კომპანიებმა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად მის მიერ დაწერილი წიგნები, მათ შორის Bad Blood (განხეთქილება), ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი კარუსთან ერთად ხუთმა სხვა მწერალმაც შეიტანა, რომელთა შეფასებითაც, კომპანიებმა საკუთარი დიდი ენობრივი მოდელებს საავტორო უფლებებით დაცული ტექსტები შესასწავლად გაუზიარეს, თავად ავტორებს კი კომპენსაცია არ გადაუხადეს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მწერლები ტექ-კომპანიებს უჩივიან. ის, რაც ამ სარჩელს წინამორბედებისაგან განასხვავებს არის ის, რომ ამჯერად ავტორები თითო კომპანიასთან დავას ცალკეულად აწარმოებენ. ანუ, თუ სასამართლო მათთვის სასარგებლო ვერდიქტს გამოიტანს, ტექ-გიგანტებს თანხების ცალკეულად, ქეისების მიხედვით გადახდა მოუწევთ. შედარებისთვის, ბოლო დავა მწერლებმა ერთობლივად შეიტანეს, რის გამოც Anthropic-მა ჯარიმის სახით გამოწერილი $1.5 მილიარდი არაპროპორციულად, საკუთარი სურვილის მიხედვით გაანაწილა.




























