მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ უნდა გაიფიცნონ მოქალაქეები 25 თებერვალს? - ნიკოლოზ შურღაიას მოსაზრება

ფინანსისტი

ფინანსისტი, ბიზნესის მრჩეველი, ნიკოლოზ შურღაია ამბობს, რომ 25 თებერვალს მოქალაქეები გაფიცვა არის „შეგნებული აქტი“, რომ საქართველომ თავისუფლება მოიპოვოს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა საზოგადოებამ არ უნდა დაუჯეროს დეზინფორმაციის და უნდა ეცადოს იყოს გმირი და არა ანტიგმირი.

„ეს არის ეროვნული გაფიცვა. ჩვენი ეროვნული ტრაგედიის დღეა 25 თებერვალი და ამ შემთხვევაში ეს გაფიცვა ეძღვნება გმირებს ვინც თავი დადო და ამავე დროს პოლიტპატიმრებს და ჩვენს ბრძოლას რომ საქართველომ თავისუფლება მოიპოვოს.

რახან 25 თებერვალზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ანტიგმირები: სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი - ადამიანები, რომლებმაც თავისი ქვეყანა მონობაში მოაქციეს. ეს არის შეგნებული აქტი იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლები და არ დავკარგოთ თავისუფლება, რადგან გათიშე და იბატონეს პრინციპით დეზინფორმაციის ავტორები თიშავენ ჩვენს საზოგადოებას, აშინებენ მრავალმილიონიანი ჯარიმებით და ციხეები გაავსეს“, - განაცხადა მან.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული განვითარება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა…

104 წლის შემდეგ, სიმბოლურად სწორედ 25 თებერვალს ევროპული და ქვეყანაში დემოკრატიული მომავლის დაცვისთვის კიდევ ერთი აქცია დაანონსდა. ამავე ანონსით დასაქმებულები და დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ ე.წ გაფიცვას აანონსებენ და შემდეგ სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარში მოეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები