მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გაუქმდეს არჩევნების შედეგები?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, ასეთი კი 2 263 უბანია. მიზეზი, ხმის მიცემის ფარულობის წესის დარღვევაა. როგორც ბრიფინგზე საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გარდა, 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების არალეგიტიმურობაზე ბევრი მიზეზით საუბრობს არასამთავრობო სექტორი, მაგ. საუბნო კომისიის მიერ გადმოგზავნილი და ცესკო-ს საიტზე ატვირთული ოქმის თანახმად რიგ უბნებზე ამომრჩევლების რაოდენობისა და ხმის მიცემისთვის დახარჯული დროის გათვალისწინებით გამოდის, რომ თითო მოქალაქე ხმას 23 წამში აძლევდა.

რა ფაქტები და დასკვნები არსებობს არჩევნებიდან მეხუთე დღეს რომ შედეგები გაყალბდა?

სტუმრები: ნანუკა ყრუაშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი;

ირაკლი მელაშვილი - პოლიტიკის ანალიტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები