მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უნდა გავრცელდეს ესტონური მოდელი სადაზღვევო სექტორზე?

BM.GE
09.11.22 12:20
306
საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედება შესაძლოა ისევ გადავადდეს. როგორც ცნობილია, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. მაშინ ითქვა, რომ ეს შეღავათი საფინანსო სექტორს 2019 წლიდან შეეხებოდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს პროცესი 2023 წლამდე გადავადდა. 

დათქმულ დრომდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა, თუმცა საფინანსო სექტორს პასუხი ჯერ არ აქვს კითხვაზე, მომავალი წლიდან გათავისუფლდება თუ არა ბანკების რეინვესტირებული თანხა გადასახადისგან. თუმცა არ არის გამორიცხული უარის თქმის მთავარი მიზეზი კვლავინდებურად საბანკო სექტორის მაღალი მომგებიანობა გახდეს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორმა მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში მიმდინარე წლის 9 თვეში უკვე 245 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. გასულ წელს კი საბანკო სექტორის მიერ გადახდილმა გადასახადმა 254 მილიონ ლარს გადააჭარბა. რატომ არის მნიშვნელოვანი ბანკებისთვის ამ შეღავათის მიღება, ამას ბანკების მხრიდან რამდენიმე არგუმენტი აქვს. 

საბანკო სექტორთან ერთად მოგების გადასახადის ესტონური მოდელი უნდა შეხებოდა სადაზღვევო კომპანიებსაც, თუმცა მთავრობას არც ამ შემთხვევაში აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. 

ბანკებთან შედარებით სადაზღვევო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადი მცირეა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიებმა მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 2,8 მილიონი შეიტანეს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8 მილიონ ლარს შეადგენდა. 

სტუმარი: მიხეილ ჯაფარიძე - "არდის" აღმასრულებელი დირექტორი;





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები