მიმდინარე წლის 22-25 მაისს თბილისს გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის უნდა ემასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია Start Business Solution-ია, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების 100-ზე მეტი წარმომადგენლისთვის ეკონომიკური ძალადობის შესახებ კვლევა უნდა წარედგინა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ღონისძიება გააუქმეს და მიზეზად შექმნილი დესტაბილიზაცია და საქართველოს საგარეო კურსის შესაძლო ცვლილება დაასახელეს. როგორ აისახება რუსული კანონის მიღება საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ზოგადად რა საფრთხეს უქმნის ის ბიზნესგარემოს ქვეყანაში?
სტუმარი: ლარისა პატარაია - Start-Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად