მეწარმეთა შესახებ კანონის მოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის აპრილამდე გადავადდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს 2026 წლის 1 აპრილამდე ექნებათ ვადა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. როგორც აღმოჩნდა, კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგაც კი ბიზნეს სექტორის დიდმა ნაწილმა ისევ ვერ მოახერხა კომპანიების ხელახალი რეგისტრაცია, ასეთი კი დაახლოებით 280 000 სუბიექტია. რატომ ურთულდება ბიზნესს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანა, რა მიიღო ქვეყანამ მეწარმეთა კანონით და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევს ბიზნესს, რომლებსაც ამისთვის კიდევ 1 წლიანი ვადა მიეცათ.
სტუმარი: გიორგი ჯუღელი - ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი