საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პარლამენტში ფონდის საქმიანობას წარადგენს. საგანელიძემ ფონდის შექმნის მიზნებზე ისაუბრა, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებით ფონდის გეგმებზე, რაც ვერ განხორციელდა.
„საპარტნიორო ფონდი 2010 წელს შეიქმნა და მიზანი იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტები, მათ შორის სახელმწიფო რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, გარკვეულად გასულიყო IPO-ზე, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული ფინანსების მოზიდვა, რაც მიმაჩნია რომ სწორი პოლიტიკა იყო და სახელმწიფო ამას უნდა აკეთებდეს, როცა ამის რესურსი აქვს.
სამწუხაროდ გარკვეული მიზეზიების გამო ასეთი ჩაფიქრებული მექანიზმი ვერ შესრულდა. მიზეზი მაშინ გახლდათ ის, რომ მოცულობა იყო საკმაოდ მცირე, ვერ ყოფნიდა ფინანსური მაჩვენებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლას, შესბამისად ეს მაშინ ჩაიშალა.
შემდეგომ ეტაპობრივად ფონდში ბატონი გილაურის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მოხდა ის, რომ ეს სტრუქტურები ფორმალურად, ხაზს ვუსვამ ფორმალურად, შევიდა ფონდის ხელმძღვანელობაში 100%-ით. ვსაუბრობ საქართველოს რკინიგზაზე, გაზისა და ნავთობის კორპორაციაზე, ელექტროსისტემაზე და თელასის 24.5% აქციებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ფონდის დაფინანსების წყარო იმდღიდან გახდა ამ კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები, მაგრამ არცერთი ორგანიზაციის მართვაში ფონდი არ ერეოდა და არც დღეს ერევა.
აქვე მინდა გითხრათ, რომ დივიდენდების მხრივ, 2015 წლამდე ჰქონდა მხოლოდ გაზისა და ნავთობის კორპორაციას და რკინიგზას, 2015 წლიდან რკინიგზას აღარ ჰქონია, კორპორაციას დარჩა, თუმცა ძალიან კლებადი და ერთხელ მოხდა თელასის უმნიშვენლო აქიცების განაწილება, რაზეც წინააღმდეგიც ვიყავით, რადგანაც მოგეხსენებათ საკონტროლო პაკეტი რუსული კომპანისაა. აქციების გაცემა კი ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ მივიღებთ მხოლოდ 25%-ს აქციებისას, დანარჩენს წაიღებდა რუსეთი და ამიტომ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. ამ მიზეზით სხვა წლებში თელასიდან აქციები შევაჩერეთ კიდეც“ - განაცხადა საგანელიძემ..

























