მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ იყიდება წელს ქართული თაფლი EU-ის ბაზარზე?

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თაფლის ექსპორტიდან $86.2 ათასის შემოსავალი მიიღო, რაც 53.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. შეცვლილია გაყიდვის გეოგრაფიაც.

თუკი 2023 წელს, მთავარი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთი და ჩეხეთი იყო, რომელზეც რეალიზაციის 83.6% მოდიოდა. წელს ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ექსპორტის ჩამონათვალში ვერ მოხვდა.

2024 წელს საქართველომ თაფლი 5 ქვეყანაში გაყიდა. ჩამონათვალია ასეთია:

  • აზერბაიჯანი - $25.8 ათასი;
  • აშშ - $22.8 ათასი;
  • ერაყი - $21.8 ათასი;
  • კატარი - $8.5 ათასი;
  • იაპონია - 7 ათასი.

აღსანიშნავია, რომ თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წელსაც შემცირდა 2022 წელთა შედარებით. კლება 35,1% იყო, თუმცა, გასულ წელსაც საფრანგეთი და ჩეხეთი საექსპორტო ბაზრის მთავარი აქტორები იყვნენ. რატომ ვერ გადის ქართული თაფლი წევს ევროკავშირის ბაზარზე?

სტუმარი: ერეკლე ჩიკვაიძე - "აპიჯეოს" გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები