საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ავტომობილების მთლიან იმპორტში მხოლოდ 2.2%-იანი წილი უკავია.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მიხედვით, წელს იანვარ-სექტემბერში 144 867 ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც მხოლოდ 3 265 ერთეული იყო ელექტრო. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს 9 თვეში, გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ელექტრო მანქანების იმპორტი 133%-ით არის გაზრდილი.
სტუმარი: ალექსი ნონიაძე - "საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;