საქართველოში თაფლის იმპორტი და ექსპორტი მცირდება. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 686.6 ათასი აშშ დოლარის 95.9 ტონა თაფლი გაყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 705.05 ათასი დოლარის 165.4 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, ადგილობრივი პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად ანაცვლებს უცხოურს. წელს, 9 თვეში საქართველომ მხოლოდ 28.7 ათასი აშშ დოლარის 4.9 ტონა თაფლი იყიდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი, 75.9 ათასი აშშ დოლარის 30.7 ტონა.
2023 წლის ტოპ-5 საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომელსაც ჩეხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბულგარეთი და ლიბანი მოჰყვება.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, აქ ხუთეულშია უკრაინა,საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია და ესპანეთი. როგორია თაფლის ახალი მოსავალი?
სტუმარი: ალეკო პაპავა - საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი;