საქმე ისაა, რომ საქართველო საერთაშორისო „კოვაქს-პლატფორმის" საშუალებით, ვაქცინის დამატებით დოზების 22 ივნისს ელოდა. "დადასტურებულია, რომ 22 ივნისს საქართველო მიიღებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 000 დოზას, რომელსაც ძირითადად, გამოიყენებენ მეორე დოზით ასაცრელად", - აცხადებდა 15 ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
დღეს კი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ შეფერხება საქართველოსგან დამოუკიდებლად მოხდა.
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, კერძოდ, UNICEF-ის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ „ასტრაზენეკას“ ის დოზები, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, სამწუხაროდ, მწარმოებლის მხრიდან ვერ დაკმაყოფილდა და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმირება ვადაზე დაგვიანებით მოხდა“, - განაცხადა მინისტრმა.



























