მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ პოულობს დამსაქმებელი კადრს?

BM.GE
21.07.22 11:20
429
კოვიდიდან გამოსვლის და აქტიური ტურისტული სეზონის დადგომის შემდეგ ბიზნესი წუხს რომ ობიექტების ნაწილს მუშახელის არ ყოლის გამო ვერ ხსნის, ნაწილში კი აცხადებენ, რომ ახალი კადრების აყვანა მოუწიათ და სერვისი, რომელიც კოვიდამდეც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, დღეს უფრო დაბალ დონზეა. დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად იგრძნობდით თუ ბოლო თვეებში ერთხელ მაინც მოგიწიათ რომელიმე კვების დაწესებულებაში შესვლა და მომსახურე პერსონალთან კომუნიკაცია. 

პრობლემა რომელიც კადრების სიმწირეს ეხება არ არის მხოლოდ სარესტორნო, ან სასტუმრო სექტორისთვის დამახასიათებელი, იგივე ხდება სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო ინდუსტრიაში თუ სამედიცინო დარგში. კვირის დასაწყისში ამ ეთერში თხილის ასოციაციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მათ მუშახელის ჩაყვანა სავარაუდოდ აღმოსავლეთ საქართველოდან მოუწევთ, იმისთვის რომ წლევანდელი მოსავალი აიღონ. 

ამ ჩართვის, ისევე როგორც მთელი ამ დროის განმავლობაში ამ თემაზე გაკეთებულ ყველა სხვა მასალას სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან ჰქონდა ერთი შინაარსის გამოხმაურება - გაზარდეთ ხელფასები და დააფასეთ ადამიანების შრომა. 

ცხადია ორნიშნა ინფლაციის ფონზე სახელფასო პოლიტიკა საჭიროებს გადახედვას, თუმცა მეორე მხრივ არსებობს კვალიფიკაციაც, რომელიც აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ვინმემ ხელფასი გადაგვიხადოს. სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა მარკეტინგული სააგენტო ექოლაიზის დირექტორის გოგა ბერიძის პოსტი, რომელმაც მიიქცია ჩვენი ყურადღება. 

სტუმარი: გოგა ბერიძე - მარკეტინგული სააგენტო echolize-ის დირექტორი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები