მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ვერ შევიდა "ანიგოზი" ქართულ ქსელებში? - ანი ქევხიშვილის განმარტება

ანი ქევხიშვილი

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო "ანიგოზის" თანადამფუძნებელი ანი ქევხიშვილი ამბობს, რომ ქართული ნიგოზი ადგილობრივ სავაჭრო ქსელებში არ იყიდება, რასაც პროდუქტის მაღალი თვითღირებულება განაპირობებს.

მან ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა. დღეს, სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა იმართება.

როგორც ის აღნიშნავს, ქსელები უპირატესობას შედარებით იაფ იმპორტულ პროდუქტს ანიჭებენ.

"ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი ქსელებში. ჩვენს პროდუქტებს არ ვყიდით არც ერთ სავაჭრო ქსელში და იმასაც გეტყვით, რომ საერთოდ არ იყიდება ქართული ნიგოზი სავაჭრო ქსელებში. ადგილობრივი წარმოება ძალიან მზარდია და აქედან 5-10% გადის ექსპორტზე, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ტრადიციულ ღია ბაზრებში (დეზერტირები, ნავთლუღი). ქსელში, ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, იმიტომ არ იყიდება, რომ დღესდღეობით არანაირი წახალისების მექანიზმი არ არის, რომ ქსელს ჰქონდეს ქართული პროდუქტი. ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ჩინეთიდან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში შემოტანილი ნიგოზს, შესაბამისად, ქართულ ნიგოზს ვერ გავყიდით იგივე ფასად, რა ფასადაც ვყიდით ჩინურს.

ჩვენ ქსელებთან კომუნიკაციის მცდელობა გვქონია, თუმცა ვერც იქამდე მივედით, რომ ჩვენთვის ქეშბექი მოეთხოვათ. ქართული ნიგვზის ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე იმპორტულის და შესაბამისად, მათთვის არ არის საინტერესო",- განაცხადა ანი ქევხიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები