ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის მიწოდების შეთანხმება გააფორმა. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული სექტორის ექსპერტების შეფასებით, გარიგება შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასებს ვერ შეამცირებს და მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
პარალელურად, თეთრი სახლის ლიდერმა იემენელი ჰუსიტები არჩევნების წინ ნავთობის ფასების ხელოვნურად გაზრდის მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, პრეზიდენტმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებას საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმების გამო მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა და პირობა დადო, რომ ის ამ ყველაფერს არ დაივიწყებდა.
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე დღეს დიზელის ფასმა გალონზე $6.27 შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ით არის გაზრდილი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთთან შეთანხმების დაანონსების შემდეგ, დიზელის ფასი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საწვავზე ფასების შესამცირებლად თეთრი სახლის ლიდერმა შეაჩერა ჯონსის აქტი, რომელიც უცხოურ გემებს ამერიკულ პორტებს შორის საწვავის გადაზიდვის უფლებას აძლევს. ამას გარდა, პრეზიდენტმა სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური საგადასახადო შეღავათის მქონე დიზელის გამოყენება დროებით ნებადართული გახდა და წლის ბოლომდე დიზელისთვის გადასახადებიც გადაავადა, თუმცა ამ ქმედებებს საწვავის ფასზე გავლენა ფაქტობრივად არ ჰქონია.
ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში ამჟამად არსებული ენერგეტიკული კრიზისი პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილებით არის გამოწვეული, რომელმაც 228 დღის წინ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ჰორმუზის სრუტის პარალიზება გამოიწვია.
























