2023 წლის იანვარ თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში 467.07 მლნ აშშ დოლარით კვლავ რუსეთია, რომელსაც 387.02 მლნ აშშ დოლარით თურქეთი, 246.35 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი, 242.15 მლნ-ით აზერბაიჯანი და 203.18 მლნ-ით სომხეთი მოჰყვება.
TOP 10 ექსპორტიორი კომპანია, რომელმაც რუსეთის ფედერაციაში იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი პროდუქტი გაყიდა შემდეგნაირად გამოიყურება: 1) აიდიეს ბორჯომი საქართველო; 2)სს ბადაგონი; 3)სს ლომისი; 4) შპს Bolero & Company; 5) შპს GVMT Group; 6) შპს ასკანელი ძმები; 7) შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია; 8) შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; 9) შპს რუსელოის; 10) შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
საქსტატის მონაცემიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციაში TOP 10 ექსპორტიორ კომპანიებს შორის ძირითადად ღვინის მწარმოებლები არიან. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო კალათაში რუსეთის წილი 69.2%-მდე გაიზარდა, 1 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ ვნახავთ, რომ ზრდა თითქმის 9% (60.4%)იყო.
სტუმარი: გიორგი სალაყაია - "ბადაგონი" დამფუძნებელი.