მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომაა Anthropic-ი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი AI კომპანია?

Claude
BM. GE
25.08.25 00:18
1228
სტატიაში საუბარია:

ხელოვნური ინტელექტის სფეროს ახალი ლიდერი, Claude-ს ენობრივი მოდელის შემქმნელი სტარტაპი, Anthropic-ი $5-მილიარდიანი ინვესტიციის მოზიდვასთან ძალიან ახლოსაა. თუ Iconiq Capital-თან, ასევე კატარისა და სინგაპურის სუვერენული სიმდიდრის ფონდებთან და Amazon-თან შეთანხმება წარმატებით დასრულდა, Anthropic-ის შეფასება $170 მილიარდი დოლარი გახდება.

AI კომპანიის მიერ მოკლე პერიოდში $5 მილიარდის ინვესტიციების მობილიზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მზარდია ისეთი კომპანიებით დაინტერესება, რომლებიც მძლავრი AI მოდელების შექმნის პარალელურად, უსაფრთხოებასაც დიდ ყურადღებას უთმობენ.

თავად Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის სფეროს გიგანტის, OpenAI-ს ყოფილმა მკვლევრებმა, დარიო და დანიელა ამოდეებმა პარტნიორებთან ერთად 2021 წელს დააფუძნეს. კომპანიამ სახელი AI-ს განვითარებაში უსაფრთხოების კომპონენტის მნიშვნელოვნად გათვალისწინებით გაითქვა. როგორც ცნობილია, Anthropic-ში შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელები ამერიკის კონსტიტუციის მუხლებს ითვალისწინებს და ადამიანის უფლებებთან თანხვედრაშია მოსული. კომპანია საზოგადოებრივ ინტერესს დიდ ყურადღებას უთმობს და ეკონომიკურ ზრდასა და ეთიკური წესების დაცვას შორის ოქროს შუალედს ინარჩუნებს.

Anthropic-ის ბუნების გათვალისწინებით, სტარტაპის მიმართ ინტერესი არაერთმა მსხვილმა მოთამაშემ გამოთქვა. მასში ინვესტიცია ისეთმა კომპანიებმა ჩადეს, როგორებიც Amazon და Google-ია. აღსანიშნავია, რომ გავლენიანი ინვესტორების არსებობის მიუხედავად კომპანია დამოუკიდებლობას ინარჩუნებს და დასახულ მიზანს, შექმნას უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტი, ძველებურად მიყვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები