საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაშია. სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
„რაც იქნება, იქნება... ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
გარდა ამისა, როგორც ზურაბიშვილმა დღეს თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში მის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. პრეზიდენტი ამბობს, რომ კარგი არჩევანი გააკეთა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს