მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის გამოყოფილი €32.4 მლნ?

მსოფლიო ბანკი
08.06.24 11:35
982

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება „შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური დეტალური შესწავლა“ გაფორმდა (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა).

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით. აღნიშნული ინფორმაცია, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მაისში გაავრცელა.

პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ დეტალურ შესწავლას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ინსტიტუციურ, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გიგინეიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა ასევე ხელი მოაწერეს საპროექტო შეთანხმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები