მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ესაუბრა ლევან ჟორჟოლიანი ინდოეთის ელჩს ?

ლევან ჟორჟოლიანი
24.08.26 15:44
541

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა ამით კუმარ მიშრას, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში.

განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები