მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე იმსჯელა პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფმა?

63c80c49e53e5
BM.GE
18.01.23 19:30
301
„ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ - აღნიშნული საკითხის ფარგლებში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეს იყო აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის პირველი ზეპირი მოსმენა.

შეხვედრაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებელი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უძღვებოდა, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუსმინეს. სამუშაო შეხვედრაზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებსა და ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს.

გიორგი ცაგარეიშვილმა თემატური მოკვლევის მიზანსა და არსებული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „თუ ეს საკითხები ახლა არ მოვაგვარეთ და არ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ძალიან გაგვიჭირდება ბევრი მიმართულებით ვიყოთ კონკურენტუნარიანი საზოგადოება“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნება.

აღნიშნული თემატური მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები