მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა J.P. Morgan-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას?

J.P. Morgan
13.03.24 14:30
43

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ჯგუფის - J.P. Morgan-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი.

ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოსა და საინვესტიციო გარემოს, ასევე, მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები